Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვებგვერდმა „უიკილიკსმა“ ახალი სკანდალური ინფორმაცია გამოაქვეყნა


ვებგვერდმა „უიკილიკსმა“ ათასობით კლასიფიცირებული დოკუმენტი გამოაქვეყნა, ერაყელი პოლიციელებისა და სამხედროების მიერ პატიმართა დამცირებისა და წამების შესახებ. „უიკილიკსი“ ვარაუდობს, რომ შეერთებული შტატების სამხედროებმა იცოდნენ ამ უკანონობის შესახებ, თუმცა არ ჩაატარეს გამოძიება. 400 ათასამდე დოკუმენტისაგან შემდგარი დოსიე შეიცავს ვარაუდსაც, რომ კონფლიქტის შედეგად ერაყში დაიღუპა 66 ათასი სამოქლაქო პირი, რაც გაცილებით მეტი იმაზე, რაც აქამდე იყო ცნობილი. შერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დაგმო „უიკილიკსი“ კლასიფიცირებული ინფორმაციის გამჟღავნები გამო. მანამდე პენტაგონმა განაცხადა, რომ საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვას შესაძლოა რისკის ქვეშ დაეყენებინა ამერიკელი სამხედრო მოსამახურეები და ერაყელ მოკავშირეები.
XS
SM
MD
LG