Accessibility links

logo-print

სასამართლომ "ეროვნული ფორუმის" წევრს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა


თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა „ეროვნული ფორუმის“ წევრ ზაზა ჩაკვეტაძეს. პარტიის აქტივისტს, რომელიც 21 ოქტომბერს ლილოს ბაზრობაზე მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს, ბრალად ედება პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. "ქვეყანაში არსებულ პოლიტპატიმართა რიცხვს კიდევ ერთი პოლიტპატიმარი შეემატა”, - განაცხადა "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა, კახა შარტავამ პარტიის წევრის, ზაზა ჩაკვეტაძის სასამართლო პროცესის შემდეგ. შარტავას განცხადებით, უნდა შეიცვალოს არსებული რეჟიმი და ის სასამართლო, რომელმაც ჩაკვეტაძეს პატიმრობა შეუფარდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს მიმართვა, რომელშიც "ეროვნული ფორუმის" წევრის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ჩაკვეტაძეს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულად მიიჩნევს და მის გათავისუფლებას ითხოვს.
XS
SM
MD
LG