Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ევროგაერთიანებაში თავისი ტრადიციული ღირებულებებით შევა


საქართველო ევროგაერთიანებაში თავისი ტრადიციული ღირებულებებით შევა, - ეს განცხადება ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გიორგი ბარამიძემ დღეს უცხოელ სტუმრებთან ერთად ტივით გასეირნებისას გააკეთა. "თბილისობის აღნიშვნა მხოლოდ ტრადიცია არ არის. ამას უფრო დიდი ღირებულება გააჩნია ჩვენთვის. თუ რამე ფასეული აქვს საქართველოს და თბილისს, ეს ღირებულია იმისთვის, რომ ჩვენ ევროპის სრულუფლებიანი ნაწილი გავხდეთ და რა ტრადიციებიც გაგვაჩნია, ამით ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროპაში", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ. დღეს დედაქალაქი 31-ე თბილისობას აღნიშნავს. "ვარდების მოედანზე" განთავსებულ 12-მეტრიან საწნახელში ყურძენი დაიწურა და გაიმართა სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება, რომლებიც კვირასაც გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG