Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კავკასიაში შეტაკებებს 6 კაცი ემსხვერპლა


ექვსი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა ჩრდილეოთ კავკასიაში მომხდარი აფეთქებისა და მილიციელთა რეიდების შედეგად. მილიციის ინფორმაციით, დაღესტნის ქალაქ ხასავიურტში თვითმკვლელმა მოიერიშემ, რომელიც ავტომობილს მართავდა, მილიციის ყაზარმასთან აიფეთქა თავი. დაიღუპა ერთი მილიციელი და დაიჭრა შვიდი კაცი. მილიციამ ორი სავარაუდო მეამბოხე გაანადგურა სოფელ კომსომოლსკოეში. ტერორისტული აქტების მოწყობაში ეჭვმიტანილი კიდევ ორი მეამბოხე მილიციამ ინგუშეთში მოკლა. რუსეთი ცდილობს, ჩრდილოეთ კავკასიაში მზარდი ისლამისტური წინააღმდეგობა შეაკავოს.

XS
SM
MD
LG