Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში პუტინის გადაგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა


მოსკოვში გაიმართა მიტინგი, რომლის მონაწილეებიც ვლადიმირ პუტინის მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. პუშკინის მოედანზე რამდენიმე ასეული კაცი შეიკრიბა, მათ შორის იყვნენ ცნობილი ოპოზიციონერები და უფლებათდამცველები. პუტინის გადადგომის გარდა, დემონსტრანტები ითხოვდნენ ფედერალური კრების ორივე პალატის დათხოვნას, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებას, მილიციისა და სპეცსამსახურის პირადი შემადგენლობის რადიკალურ განახლებას. აქცია, რომელიც ნახევარ საათს გრძელდებოდა შეთანხმებული იყო მოსკოვის მერიასთან, თუმცა პოლიციამ სამი მომიტინგე დააკავა. პოლიციამ სამართალდარღვევად მიიჩნია ის ფაქტი, რომ დაკავებულები არიგებდნენ ფურცლებს მოქალაქეებისადმი მოწოდებით - მივიდნენ ოპოზიციის მიტინგზე, რომელიც 12 ნოემბერს მოსკოვის მერიის წინ გაიმართება .
XS
SM
MD
LG