Accessibility links

logo-print

ჩეხეთის სენატის შუალედურ არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს


წინასწარი ინფორმაციით, ჩეხეთის ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია სენატის შუალედურ არჩევნებში იმარჯვებს. ამ ფაქტმა შესაძლოა, მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის მიერ გამოცხადებული გეგმების განხორციელება შეაფერხოს. სოციალ-დემოკრატებმა 27 სადეპუტატო ადგილიდან 12 მოიპოვეს და 81 ადგილიან სენატში უმრავლესობა შეინარჩუნეს. მმართველ სამოქალაქო დემოკრატებს - 8 ადგილი, მათთან კოალიციაში შემავალ „ტოპ 09“-ს კი 2 ადგილი ერგოთ. ამგვარად, ოპოზიციამ შესაძლოა, შეაყოვნოს ზედა პალატაში სამთავრობო გადაწყვეტილების მიღება ხარჯების შემცირებისა და ავღანეთში ჩეხეთის სამხედრო კონტინგენტის რაოდენობის გაზრდის თაობაზე.
XS
SM
MD
LG