Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კიდევ ერთი ახალი ტელევიზია ამოქმედდება


დეკემბრის ბოლოს საქართველოში მაუწყებლობას ახალი ტელევიზია GMG დაიწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო "მედიანიუსი” ავრცელებს. GMG ექვს არხს გააერთიანებს და ადგილობრივი საკაბელო ტელევიზიით როგორც თბილისში, ისე ქვეყნის ცენტრალურ ქალაქებში გავრცელდება. ახალი ტელევიზიის გენერალური პროდიუსერის, ბიძინა ბარათაშვილის განცხადებით, ახალი ტელევიზია დამფუძნებელი ორგანიზაციის - „გლობალ მედია გროუპ”-ის - სახელს ატარებს. იგი ორ-ორ კინო და სპორტულ არხებს, ასევე თითო საბავშვო და სერიალების არხებს გააერთიანებს. GMG-ს უკვე მოპოვებული აქვს ევროპის რამდენიმე წამყვანი ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის, NBA-სა და სხვადასხვა საჩოგბურთო ტურნირის პირდაპირი ტრანსლაციის უფლება.
XS
SM
MD
LG