Accessibility links

logo-print

ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონი გახდა


საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, - იუწყება ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“. მაროკოს ქალაქ აგადირში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჭრიკიშვილმა ექვსი შეხვედრა მოიგო. მან ნახევარფინალსა და ფინალში იაპონელი მეტოქე დაამარცხა და ერთი თვის წინ ევროპის ჩემპიონატზე მიღებულ ოქროს მედალს, მსოფლიოს ოქროს მედალიც მიუმატა. ქალაქ აგადირში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი დღეს დასრულდება. დასკვნით ეტაპზე ტატამზე ქართველი ძიუდოისტები ონისე ბუღაძე, გიორგი კობერიძე, უშანგი კოკაური და ლევან მათიაშვილი იასპარეზებენ.
XS
SM
MD
LG