Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყს მოუწოდებენ გამოიძიოს წამების ფაქტები


ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩმა“ მოუწოდა ერაყის ხელისუფლებას გამოიძიოს უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელთა მიერ პატიმრების წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტები. ეს მონაცემები მოყვანილია ამერიკის სამხედრო უწყების საიდუმლო დოკუმენტებში, რომლებიც ვებ-გვერდ „უიკილიკსზე“ გამოქვეყნდა. „ჰიუმან რაითს უოჩი“ ასევე მოუწოდებს პენტაგონს, შეისწავლოს, დაარღვიეს თუ არა საერთაშორისო კანონი ამერიკელმა სამხედროებმა, როდესაც წამების რისკის არსებობის მიუხედავად, დაკავებულებს ერაყის უსაფრთხოების ძალებს გადასცემდნენ. ვაშინგტონმა დაგმო „უიკილიკსის“ ქმედება, რომელიც საფრთხის წინაშე აყენებს ამერიკელ და ერაყელ სამხედროებს. „უიკილიკსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჯი კი აცხადებს, რომ დოკუმენტებმა ფარდა ახადეს „სიმართლეს“ კონფლიქტის შესახებ.
XS
SM
MD
LG