Accessibility links

გაფიცვების გამო ბევრი ფრანგი დასასვენებლად ვერ მიდის


ბევრი ფრანგული ოჯახი, რომელიც სასკოლო არდადაგების გამო დასასვენებლად წასვლას ფიქრობდა, სარკინიგზო მიმოსვლის შეფერხებისა და საწვავის დეფიციტის გამო სახლიდან გასვლას ვერ ახერხებს. ქვეყანაში 13 დღეა გრძელდება საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები. საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობა ეწინააღმდეგება საპენსიო რეფორმას, რომელიც საპენსიო ასაკის 60-დან 62 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. რეფორმის გეგმა უკვე დაამტკიცდა საფრანგეთის სენატმა. ბოლო დღეებში საფრანგეთის მთავრობა პოლიციის ძალით შეეცადა გაფიცვის გამო გაჩერებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ამოქმედებას. თუმცა, მარსელსა და სხვა პორტებში გაჩერებული ბევრი ტანკერი კვლავ ელოდება დაცლას.
XS
SM
MD
LG