Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურუზმაგ ქარქუსოვი თავისი გათავისუფლების პოლიტიკურ მიზეზებზე საუბრობს


საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ურუზმაგ ქარქუსოვი
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ურუზმაგ ქარქუსოვი
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ურუზმაგ ქარქუსოვი თანამდებობიდან თავის გათავისუფლებას პოლიტიკურ პარტიაში მოღვაწეობას უკავშირებს. საუბარი ეხება პარტიას “დემოკრატიული განახლება - ჩვენი საქართველო გაბრწყინდება“ (ჩვენები)”, რომლის რიგებშიც, ქარქუსოვის თქმით, მოკლე ხანში 200 ათასი ადამიანი გაწევრიანდა. სპეციალურ განცხადებაში, რომელიც დღეს სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა, ქარქუსოვი აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველა ადამიანს, მათ შორის მინისტრის მოადგილესაც, უფლება აქვს გამოთქვას საკუთარი აზრი და არ უნდა ეშინოდეს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებენ ან სხვა მეთოდებით მოახდენენ მასზე ზეწოლას. ურუზმაგ ქარქუსოვის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში მიიღო პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. ეკონომიკის სამინისტროში ამის მიზეზად “ქართული ენის არცოდნა და შეუთანხმებელი მივლინებები” დაასახელეს. მინისტრის მოადგილის პოსტზე ქარქუსოვი 2007 წლიდან მუშაობდა. მანამდე მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ მთავრობაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. დიმიტრი სანაკოევის მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა ქარქუსოვის ძმას, ჯემალს, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთში გაიქცა.
XS
SM
MD
LG