Accessibility links

ჰაიტიში ქოლერის ეპიდემიის მსხვერპლთა რიცხვმა 250-ს გადააჭარბა


ჰაიტის ხელისუფლების ცნობით, ქოლერის ეპიდემიის მსხვერპლთა რიცხვმა 250-ს გადააჭარბა, დაავადებულია 3000-ზე მეტი ადამიანი. მაგრამ ოფიციალურ პირთა თანახმად, უკანასკნელი ერთი დღის მანძილზე გარდაცვლელთა და ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვმა იკლო, რაც ეპიდემიის შეკავების იმედს აჩენს. დაავადების გავრცელება ძირითადად არტიბონიტისა და ცენტრალური პლატოს რეგიონებში ხდება. სულ ცოტა ხუთი შემთხვევა აღინიშნა დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში. მაგრამ ოფიციალური ინფორმაციით, როგორც ჩანს, ეს პირები ეპიდემიით მოცული რაიონებიდან ჩავიდნენ ქალაქში.
XS
SM
MD
LG