Accessibility links

logo-print

აშშ სკეპტიკურია ირანის მხრიდან ავღანეთისთვის დახმარების მიზეზის მიმართ


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „სკეპტიკურია ირანის მოტივის“ მიმართ, როცა ეს ქვეყანა ავღანეთს ფულად დახმარებას უწევდა, განაცხადა რა, რომ თეირანი მისი მეზობლების მიმართ „მადესტაბილიზებელ როლს ასრულებდა" ხოლმე. კომენტარი მოჰყვა ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის აღიარებას, რომ მისი ადმინისტრაციის უფროსი ნაღდ ფულს იღებდა ირანისგან. კარზაიმ თუმცა თქვა, რომ ეს ფინანსური ოპერაციები გამჭვირვალე იყო და ოფიციალური დახმარების სახე ჰქონდა. კარზაის კომენტარი პასუხია დღეს „ნიუ იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ ცნობაზე, რომ ირანი კარზაის ადმინისტრაციის უფროსს, ირანში ავღანეთის ყოფილ ელჩ უმარ დაუძაის, „ჩანთებით უხდიდა ფულს“ ავღანეთში ირანის ინტერესების ხელშეწყობისთვის. დღეს კარზაიმ თქვა, რომ ირანი მის ადმინისტრაციას წელიწადში 700-და 950 ათას დოლარამდე „დახმარებას უწევდა“ ოფიციალური საპრეზიდენტო ხარჯების დასაფარად. ქაბულში, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას მან თქვა, რომ მის ადმინისტრაციას რამდენიმე „მეგობრული“ ქვეყანა უწევს ფინანსურ დახმარებას სახაზინო შემოსავლების ნაკლებობის გამო.
XS
SM
MD
LG