Accessibility links

ევროპის კავშირმა სერბიასთან მოლაპარაკებების დაწყების მიმართულებით გადადგა ნაბიჯი


დიპლომატების თანახმად, ევროპის კავშირმა ნაბიჯი გადადგა კავშირში გაწევრიანების თაობაზე სერბიასთან მოლაპარაკებების მიმართულებით. მაგრამ, ევროკავშირის თქმით, პროცესის წინსვლა გაეროს სამხედრო ტრიბუნალთან სერბიის სრულ თანამშრომლობაზე იქნება დამოკიდებული. დღეს ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ბლოკის აღმასრულებელ კომისიას სთხოვონ აზრის გამოთქმა, დაიწყონ თუ არა სერბიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ეს ერთი ნაბიჯია გაწევრიანების ხანგრძლივ პროცესში.
XS
SM
MD
LG