Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოზე იმსჯელეს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე იმყოფება ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართა. ევროკომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონმა, როგორც მისი ოფისი იუწყება, საბჭოს წევრებს სადილის დროს გააცნო ინფორმაცია საქართველოში ბოლო ვიზიტზე, რომლის დროსაც დაიწყო მოლაპარაკება ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირებული შეთანხმების მოსამზადებლად. ამავე ოფისის პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ვითარება საქართველოში და მისი ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებსა და ევროპის კავშირთან.
XS
SM
MD
LG