Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ტიგრან სარქისიანი თეირანს ეწვია


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ტიგრან სარქისიანი თეირანს ეწვია. მისი ვიზიტის მიზანია სომხეთსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ირნას ცნობით, სარქისიანს თან ახლავს ბიზნესმენების ჯგუფი და ვაჭრობის სამინისტროს მუშაკები. ორი დღის განმავლობაში ტიგრან სარქისიანი და მისი დელეგაციის წევრები შეხვდებიან ირანის პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჟადსა და მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. ორი კვირის წინ სომხეთს სტუმრობდა ირანის პარლამენტის თავმჯდომარე ალი ლარიჯანი.
XS
SM
MD
LG