Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსთვის კვლავ მნიშვნელოვანია ეუთოს მისიის აღდგენის საკითხი


საქართველო კვლავ დაინტერესებულია ქვეყნის ტერიტორიაზე ეუთოს მისიის აღდგენით და ოკუპირებულ რეგიონებში ამ ორგანიზაციის მონიტორინგით. ეს პოზიცია თბილისის დელეგაციამ გამოხატა ვენაში, სადაც ეუთოს სამიტის მოსამზადებელი კონფერენცია მიმდინარეობს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ თბილისში, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეუთოს როლი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად. ამავე ბრიფინგზე კალანდაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ გასული კვირის ბოლოს პრეზიდენტი სააკაშვილი შვეიცარიაში, ფრანკოფონიის სამიტის ფარგლებში შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის და კამერუნისა და დომინიკის ლიდერებს.
XS
SM
MD
LG