Accessibility links

საფრანგეთში სტუდენტების საპროტესტო გამოსვლებს ელიან


საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში დღეს დაიწყება სტუდენტების გამოსვლები, რომლებითაც საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ. დღევანდელი აქცია განიხილება როგორც გენერალური რეპეტიცია საერთო ეროვნული გაფიცვისა, რომელიც ხუთშაბათისთვისაა დაგეგმილი. ოთხშაბათს პარლამენტი, როგორც ელიან, საბოლოოდ დაამტკიცებს კანონპროექტს, რომლითაც საპენსიო ასაკი ორი წლით გაიზრდება. ამის შემდეგ კი მას ხელი საფრანგეთის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, რომელიც ამ რეფორმის ინიციატორი გახლავთ.
XS
SM
MD
LG