Accessibility links

logo-print

ირანმა თავის პირველ რეაქტორში საწვავის ჩატვირთვა დაიწყო


ირანმა დაიწყო თავისი პირველი, ქალაქ ბუშერში მოქმედი ატომური ელექტროსადგურის რეაქტორში ბირთვული საწვავის ჩატვირთვა. მოელიან, რომ სადგური პირველ ენერგიას წლის ბოლოსთვის გამოიმუშავებს, ირანის ელექტროსისტემას კი გაისად შეუერთდება. ბუშერის ელექტროსადგურის მშენებლობა 30 წელიწადს გაგრძელდა და წელს დასრულდა. მასში რუსეთის სპეციალისტები მონაწილეობდნენ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ თეირანის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს და სხვა კერძო სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციები არაეფექტიანია. დასავლეთი შიშობს, რომ ირანი ბირთვულ იარაღზე შეიძლება მუშაობდეს.
XS
SM
MD
LG