Accessibility links

logo-print

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ 2 ადგილით უკან დაიხია


ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობამ” დღეს გამოქვეყნა კორუფციის აღქმის ახალი ინდექსი, რომლის თანახმად, საქართველომ შარშანდელთან შედარებით, 2 ადგილით უკან დაიხია და მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის 68- ე ადგილი დაიკავა. კორუფციის აღქმის წლევანდელი ინდექსით, საქართველომ მაქსიმალური 10 ქულიდან 3,8 ქულა მიიღო. შარშან 4,1 ქულით ქვეყანა 66-ე ადგილზე იყო. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მათიას ჰუტერის შეფასებით, ინდექსი ცხადყოფს, რომ საქართველოში კორუფცია კვლავ მოსაგვარებელ პრობლემად რჩება.
XS
SM
MD
LG