Accessibility links

დავით ბაქრაძე მედიასაშუალებების მფლობელთა გამჭვირვალობის ინიციატივით გამოდის


დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს მედიასაშუალებების მფლობელთა გამჭვირვალობას და სააჯროობას. დავით ბაქრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ არიან მედიასაშუალებების მფლობელები, რა ინტერესებს ემსახურებიან და როგორ ხდება მედიასაშუალებათა დაფინანსება. პარლამენტის თავმჯდომარემ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება ორი კვირის ვადაში დაავალა იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებს. მომავალი კანონპროექტის შინაარსზე საუბრისას დავით ბაქრაძემ არ გამორიცხა, რომ ოფშორულ ზონებში რეგისტრირებულ კომპანიებს საქართველოში მედიასაშუალებათა მფლობელობა აეკრძალებათ, ან საჯაროობის ვალდებულება დაეკისრებათ
XS
SM
MD
LG