Accessibility links

logo-print

ირანი აღიარებს, რომ ავღანეთს ეხმარებოდა


ირანმა დღეს აღიარა, რომ საფინანსო მხარდაჭერას უწევდა ავღანეთს. ავღანეთის პრეზიდენტმა კარზაიმ გუშინ განაცხადა, რომ „ჩანთებით იღებდა ფულს“ თეირანიდან.ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რამინ მეჰმანფარასტმა თქვა, რომ თეირანი ავღანეთს ეხმარებოდა, რადგან შეშფოთებული იყო მეზობელი ქვეყნის სტაბტილურობის გამო. თეთრმა სახლმა ორშაბათს გამოხატა შეშფოთება ავღანეთზე ირანის უარყოფითი გავლენის გამო, კარზაის განცხადების ფონზე.
XS
SM
MD
LG