Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტთან გაიმართა მცირე მეწარმეთა საპროტესტო აქცია


საქართველოს პარლამენტთან გაიმართა მცირე მეწარმეთა საპროტესტო აქცია, რომელშიც თბილისის სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებზე დასაქმებულთა გარდა, გარემოვაჭრეებიც მონაწილეობდნენ. კონსერვატიული და ხალხის პარტიების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილენი ფიქსირებული გადასახადის დაწესებას და დღგ-ის შემცირებას მოითხოვენ. ორგანოზატორთა განცხადებით, საპროტესტო აქცია თბილისის საკრებულოსთან პარასკევს განახლდება და მასში მონაწილეობას დევნილებიც მიიღებენ.
XS
SM
MD
LG