Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის რეგიონში სომეხი ჯარისკაცის მოკვლაში ადანაშაულებს


სომხეთმა აზერბაიჯანის სამხედრო ძალებს მთიანი ყარაბაღის რეგიონში ეთნიკურად სომეხი ჯარისკაცის მკვლელობაში დასდო ბრალი - რაც, მისი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების შეფერხებას ისახავდა მიზნად. გავრცელებულ განცხადებაში სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ჯარისკაცი, რომელიც ყარაბაღის თავდაცვის ძალებში მსახურობდა, მაშინ მოკლეს, როცა აზერბაიჯანის ძალებმა საზავო ხაზის გასწვრივ ცეცხლი გახსნეს. სამინისტრომ სროლის შემთხვევა დაგმო და მას უწოდა „აზერბაიჯანის მხრიდან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით - სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის წინ“. ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, ქალაქ ასტრახანში უნდა უმასპინძლოს სამიტს სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის. სამიტის მიზანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის გზების ძიებაა.
XS
SM
MD
LG