Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელი: ირანმა „კონკრეტული ნაბიჯები“ უნდა გადადგას


გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელმა დღეს ირანს მოუწოდა იმოქმედოს იმისათვის, რათა შესუსტებულ იქნას მისი ბირთვული პროგრამის გარშემო საერთაშორისო ასპარეზზე არსებული შეშფოთება. იუკია ამანოს თქმით, ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო „ირანს სთხოვს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, კონკრეტული ზომების გატარებას მასზე დაკისრებული მოვალეობების სრულად შესასრულებლად.“ მსოფლიოს ექვსი წამყვანი სახელმწიფო გამოდის ირანთან მოლაპარაკების განახლების წინადადებით. მოლაპარაკების მიზანი იქნება ირანის დაყოლიება შეზღუდოს თავისი ბირთვული პროგრამა და სავაჭრო და დიპლომატიური წამახალისებელი ზომების სანაცვლოდ დათანხმდეს გაეროს ატომურ სააგენტოსთან სრულად თანამშრობლობას. ირანს ჯერჯერობით მოლაპარაკების განახლების წინადადებაზე ოფიციალური პასუხი არ გაუცია.
XS
SM
MD
LG