Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენი ლაპარაკობს რუსეთთან თანამშრომლობის ”ახალ დასაწყისთან” მიახლოებაზე


ნატოს გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ ალიანსი უახლოვდება რუსეთთან ურთიერთობების ”ახალ დასაწყისს”, რაც ავღანეთის კონფლიქტსა და სავარაუდოდ სარაკეტო თავდაცვის საკითხს მოიცავს. რასმუსენი ”ფაინენშელ ტაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მოსალოდნელი დასწრება ლისაბონის სამიტზე გააუმჯობესებს ნატოს მოსკოვთან ურთიერთობებს, რომელიც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის გამო დაიძაბა. რასმუსენი აცხადებს, რომ ლისაბონის სამიტი შესაძლოა, იყოს უმნიშვნელოვანესი 2002 წლის რომის სამიტის შემდეგ, როცა ნატო-რუსეთის საბჭო შეიქმნა. რასმუსენის თანახმად, ლისაბონის სამიტზე ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იქნება ირანის მსგავსი ქვეყნებისგან მომდინარე საფრთხისგან დასაცავად ანტისარაკეტო ფარის შექმნაში ნატოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობა. გენერალური მდივნის თქმით, ლისაბონში შესაძლოა, გამოიკვეთოს რუსეთისა და ალიანსის უფრო ფართო თანამშრომლობის შესაძლებლობა ავღანეთში თალიბანთან და ალ-ყაიდის მეომრებთან ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG