Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ სოროსი კალიფორნიაში მარიხუანის ლეგალიზაციის კამპანიაში მილიონ დოლარს იხდის


ამერიკელმა მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა 1 მილიონი დოლარი გაიღო კამპანიისთვის, რომელიც კალიფორნიის შტატში მარიხუანის ლეგალიზაციას ისახავს მიზნად. ამომრჩევლები 2 ნოემბერს გადაწყვეტენ ე.წ. ”მე-19 წინადადების” ბედს. სოროსი უკვე წლებია მხარს უჭერს მარიხუანის სამედიცინო მიზნებითა და პირადი მოხმარებისთვის აკრძალვის გაუქმებას. ”უოლ სტრიტ ჯორნალში” დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში სოროსი წერს, რომ მარიხუანის ლეგალიზაციითა და მისი დაბეგრვით დაიზოგება გადასახადების გადამხდელთა ფული, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლოზე იხარჯება, და ამავე დროს გაიზრდება მთავრობის შემოსავალიც.
XS
SM
MD
LG