Accessibility links

logo-print

თეთრი სახლი: აშშ ჰამიდ კარზაის ადმინისტრაციას "ჩანთებით" არ უგზავნიდა ფულს


თეთრმა სახლმა უარყო ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადება, რომ შეერთებული შტატები იმ ქვეყნების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც - მათ შორის ირანი - ავღანეთს „ჩანთებით“ აძლევენ ფულს, ვინაიდან კარზაის ადმინისტრაცია ნაღდი ფულის დეფიციტს განიცდის. თეთრი სახლის წარმომადგენელმა რობერტ გიბსმა სამშაბათს თქვა, რომ ობამას ადმინისტრაცია არ მონაწილეობს „დიდი ჩანთებით ნაღდი ფულის საქმეში“. მისი თქმით, ამერიკა ავღანეთის მთავრობას ეტაბლირებული პროგრამების მეშვეობით ეხმარება.
XS
SM
MD
LG