Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღის ცენტრში მდებარე სახლში ხანძრის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა


ცხრა ადამიანი დაიღუპა ხანძრის შედეგად, რომელიც წუხელ მოხდა პრაღის ცენტრში მდებარე მიტოვებულ სახლში. ქალაქის სახანძრო დაცვის უწყების წარმომადგენლის თქმით, ქალაქის მთავარი ავტოსადგურის მახლობლად მდებარე ორსართულიან სახლს ცეცხლი ნაშუაღამევს მოედო. გადაარჩინეს ორი ადამიანი. დაღუპულთა ამოცნობა ვერ მოხერხდა, მაგრამ ჩეხეთის მედიის ინფორმაციით, ისინი, როგორც ჩანს, უსალკაროები იყვნენ. შენობა, რომლის დანგრევა იყო დაგეგმილი, ხანძრის შედეგად განადგურდა.
XS
SM
MD
LG