Accessibility links

აფხაზეთიდან დევნილმა თავის დაწვით თვითმკვლელობა სცადა


დევნილთა საპროტესტო აქცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს შენობის ეზოში

დევნილთა საპროტესტო აქცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს შენობის ეზოში

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს შენობის ეზოში თავის დაწვით თვითმკვლელობა სცადა აფხაზეთიდან დევნილმა ნანა ფიფიამ. ის ამჟამად თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ცენტრის ექიმებმა სააგენტო ინტერპრესნიუსს აცნობეს, რომ ნანა ფიფიას სხეულის 32% დამწვარი აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა. დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარემ დავით მალაზონიამ სააგენტო პირველს განუცხადა, რომ თვითმკვლელობის მცდელობამდე ნანა ფიფიამ საცხოვრებელი ფართის თხოვნით მიმართა სამინისტროს სოციალურ საკითხთა სამმართველოს უფროსს გრიგოლ ტუღუშს, რომელმაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG