Accessibility links

logo-print

ლიტვა და ბელორუსია სამხედრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ


ლიტვის თავდაცვის სამინისტრომ დღეს ხელი მოაწერა სამხედრო თანამშრომლობაზე შეთანხმებას ნატოს არაწევრ ქვეყანა, მეზობელ ბელორუსიასთან. დოკუმენტი გაფორმდა ბელორუსიის თავდაცვის მინიმტრ იური ჟადობნის ვილნიუსში ვიზიტის დროს. ორი მეზობელი ქვეყანა, რომელთა შორის 600-კილომეტრიანი საზღვარია, ითანამშრომლებენ სამხედრო პერსონალის წვრთნის, საჰაერო სივრცის მეთვალყურეობისა და სამხედრო მედიცინის სფეროებში. ორ ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოს თანამშრომლობა 2005 წლამდეც ჰქონდათ, მაგრამ ეს ასეთი პირველი ოფიციალური დოკუმენტია. ლიტვის საელჩო მინსკში ასრულებს ბელორუსიაში ნატოს მისიის მოვალეობას.
XS
SM
MD
LG