Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ძვრას მოელის მთიანი ყარაბაღის საკითხში


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა დღეს განაცხადა, რომ იმედი აქვს აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდებიან მთიანი ყარაბაღის შესახებ სამშვიდობო შეთანხმების პრინციპებზე დეკემბრის დასაწყისში. მედვედევმა ეს თქვა ასტრახანში, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან მოლაპარაკების შემდეგ. შეხვედრამდე, სომხეთმა აზერბაიჯანს ბრალად დასდო ეთნიკური სომეხი ჯარისკაცის მკვლელობა, რომ თითქოს ეს სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლას ემსახურებოდა.
XS
SM
MD
LG