Accessibility links

logo-print

თბილისში ჯერ არ აქვთ ინფორმაცია მალაიზიაში დაკავებულების შესახებ


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მალაიზიაში დაკავებული, ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ორი ქართველის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, ჯერჯერობით დეტალები ზუსტდება. მალაიზიის მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ორი ახალგაზრდა ქალი დააპატიმრეს. დაკავებულებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან. ერთ-ერთს 5 კგ ნარკოტიკული ნივთიერება "მეტაფინი" აღმოუჩინეს. დაკავებული თავს მხატვრად ასაღებდა, ნარკოტიკული ნივთიერება კი სურათის ჩარჩოებში ჰქონდა დამალული. პოლიციამ მოგვიანებით მეორე გოგონაც დააკავა, რომელიც, სავარაუდოდ, ნარკოტიკების გასაღებაზე იყო პასუხისმგებელი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები უკვე ადგენენ, არიან თუ არა მალაიზიაში დაკავებულები ნამდვილად საქართველოს მოქალაქეები. მალაიზიის კანონმდებლობით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა ელოდებათ.
XS
SM
MD
LG