Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”საქართველოს გზამ” დღეს განცხადება გაავრცელა


სალომე ზურაბიშვილის პარტიამ ბიზნესისა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებზე გახშირებული ზეწოლა დაგმო და ხელისუფლებას რეპრესიების შეწყვეტისა და უკანონო პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ”საქართველოს გზის” მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს ტერორი ბიზნესმენებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს ბიზნესის განადგურებას, საზოგადოებაში შიშის დანერგვას და ხელს უწყობს ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროვოცირებას.
XS
SM
MD
LG