Accessibility links

logo-print

თამაზ დიასამიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აღარ არის


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ დიასამიძე, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებისა და დამატებების პროექტს მხარი არ დაუჭირა, უმრავლესობის წევრი აღარ არის - ეს გადაწყვეტილება დღევანდელ დახურულ სხდომაზე მიიღო საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ. მისმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა, რომელმაც 15 ოქტომბერს საკონსტიტუციო ცვლილებათა საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ, თამაზ დიასამიძისგან გამიჯვნის ალბათობა გამორიცხა, დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი გზები ბოლო ხანს გაიყარა, რადგან დიასამიძე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს მხარს არ უჭერდა და სახელისუფლებო გუნდთან თანამშრომლობის სურვილი თავადაც აღარ ჰქონდა.
XS
SM
MD
LG