Accessibility links

logo-print

რუსეთის შს-თა მინისტრი რაშიდ ნურგალიევი სერგეი ბაღაფშს შეხვდა


რუსეთის შს-თა მინისტრი რაშიდ ნურგალიევი დღეს გაგრაში შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს და შს-თა მინისტრს ლეონიდ ძიაპშბას. სააგენტო აფსნიპრესის ცნობით, მხარეები არალეგალურ ავტობიზნესთან ერთობლივად ბრძოლაზე შეთანხმდნენ. სააგენტოს მოჰყავს ბაღაფშის სიტყვები იმის შესახებ, რომ თუ არალეგალური ავტობიზნესი არ აღიკვეთა, აფხაზეთი გატაცებული ავტომობილების სადგომად იქცევა.
XS
SM
MD
LG