Accessibility links

logo-print

თბილისში დღეს შეხვედრები გამართა ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა


ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი, ადმირალი ჯიამპაოლო დი პაოლა დღეს თბილისში შეხვდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. მთავრობის კანცელარიაში, თავდაცვის სამინისტროში, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და პარლამენტში გამართული შეხვედრებისას ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივის, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროების რეფორმირებისა და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შესრულების საკითხები განიხილებოდა.
XS
SM
MD
LG