Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მექსიკაში შეიარაღებულმა პირებმა 15 ადამიანი მოკლეს


მექსიკის ხელისუფლების ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა 15 ადამიანი მოკლეს უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში მესამე ხოცვა-ჟლეტისას. ოთხშაბათს ქალაქ ტეპისში მათ ცეცხლი გაუხსნეს ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებსა და კლიენტებს. გამომძიებელთა თქმით, შესაძლოა, საქმე ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ჰქონდეთ. ეს მესამე მრავალჯერადი მკვლელობა იყო გასული პარასკევის შემდეგ, როცა შეიარაღებულმა პირებმა 14 ადამიანი მოკლეს სიუდად ხუარესში. კვირას შეიარაღებულმა პირებმა ქალაქ ტიხუანაში, ნარკომანიის რეაბილიტაციის ცენტრთან 13 ადამიანი მოკლეს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მექსიკაში 28 ათასი ადამიანი დაიღუპა იმ მკვლელობების შედეგად, რომლებსაც სავარაუდოდ ნარკოტიკებთან აქვს კავშირი.
XS
SM
MD
LG