Accessibility links

ფინეთმა ირანის ყოფილ დიპლომატს თავშესაფარი გამოუყო


ჰელსინკიში ირანის საელჩოს ყოფილ მაღალჩინოსანს ფინეთმა პოლიტიკური თავშესაფარი გამოუყო. ეს ყოფილი დიპლომატის მიერ თავშესაფრის მოთხოვნიდან სულ რამდენიმე კვირაში მოხდა. ჰუსეინ ალიზადე გასული თვის დასაწყისამდე ირანის საელჩოში დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობდა - შემდეგ კი ის გადადგა და ოპოზიციას შეუერთდა. მიმდინარე წელს ეს სულ მცირე მესამე შემთხვევაა, როცა ირანელი დიპლომატი თავშესაფარს ევროპაში ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ თავიანთ ქვეყანაში საარჩევნო და ადამიანის უფლებების დარღვევების მიმართ აქვთ პროტესტი. ალიზადე ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს 2009 წლის ივნისის არჩევნების გაყალბებაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ ირანში დაბრუნების შემთხვევაში მას რეპრესიები ემუქრება.
XS
SM
MD
LG