Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბია მლადიჩის დაპატიმრების ჯილდოდ 14 მილიონ დოლარს აწესებს


სერბიის მთავრობამ დღეს გამოაცხადა, რომ ომის დანაშაულებში ბრალდებული რატკო მლადიჩის დაპატიმრების სანაცვლო ჯილდო 1,4 მილიონი დოლარიდან 14 მილიონამდე გაზარდა. ბოსნიელ სერბთა ყოფილ ლიდერს გაეროს სამხედრო ტრიბუნალი ბრალს სდებს სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის ორგანიზებაში, სადაც 8,000-მდე მუსულმანი კაცი და ბიჭი მიზანმიმართულად დახოცეს. ამასთან, სერბიის მთავრობამ 350,000 დოლარიდან 1 მილიონამდე გაზარდა ომის პერიოდის ხორვატი სერბების მეამბოხე ლიდერის, გორან ჰაჯიჩის, დაპატიმრებისთვის დაწესებული ჯილდო. ჰაჯიჩს ხორვატიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში - 1991 - 1995 წლებში - კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენა ბრალდება. გავრცელებული ვარაუდით, მლადიჩიც და ჰაჯიჩიც მართლმსაჯულებას სერბიაში ემალებიან.
XS
SM
MD
LG