Accessibility links

logo-print

ტაჯიკეთში სამართალდამცავმა სამი მეამბოხე მოკლა


როგორც ტაჯიკეთის ხელისუფლება იტყობინება, ტაჯიკეთში სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცავმა სამი მეამბოხე მოკლა. ერთი მეამბოხე პოლიციას ჩაბარდა, ერთიც - მიიმალა. სპეცოპერაცია ქვეყნის სამხრეთით მიმდინარეობდა. როგორც რადიო თავისუფლების ტაჯიკეთის ბიუროს ხელმძღვანელი ინტერვიუში აცხადებს, სოფელ ხორკუხის მოსახლეობის ევაკუირება, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, სამართალდამცავებმა რამდენიმე ხნით ადრე მოახდინეს. ისფარას რაიონი ყირგიზეთისა და უზბეკეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

XS
SM
MD
LG