Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანული ოპოზიცია ხელისუფლებას მომავალი არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს


აზერბაიჯანული ოპოზიცია ხელისუფლების წარმომადგენლებს ერთი თვის შემდეგ დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს. ალი კერემლი პარტია ”სახალხო ფრონტის” ხელმძღვანელი ამბობს: ”ჩვენ ეჭვიც კი არ გვეპარება, რომ ხელისუფლება კვლავაც შეეცდება არჩევნების გაყალბებას”. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ხელისუფლება ცდილობს ხელი შეუშალოს ოპოზიციონერ კანდიდატთა საარჩევნო კამპანიას, მედიას კი ცენზურის ქვეშ აქცევს. მიმდინარე კვირის დასაწყისში საერთაშორისო ორგანიზაცია Human Tights Watch-ის წარმომადგენლებმა ხელისუფლების წევრები ჟურნალისტების დევნაში, დაპატიმრებებსა და მუქარაში დაადანაშაულეს და მათ სიტუაციის დაუყოვნებლივ გამოსწორებისაკენ მოუწოდეს.

XS
SM
MD
LG