Accessibility links

logo-print

არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციურ პარტიებს ჭადრაკის სასახლეში შეხვდებიან


არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს, ჭადრაკის სასახლეში ოპოზიციურ პარტიებს შეხვდებიან. შეხვედრის ერთ-ერთი ინციატორია ორგანიზაცია "გადაარჩინე სიცოცხლე". როგორც ”ინტერპრესნიუსი” აღნიშნული ორგანიზაციიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, არასამთავრობოები ოპოზიციას არსებული ხელისუფლების შესაცვლელად "ნდობის დარბაზის" შექმნის აუცილებლობის შესახებ წინადადებით მიმართავენ. ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ "ჯაზუში" ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრები, სადაც საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა. სწორედ ამ ჯგუფმა დანიშნა დღევანდელი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა ფართო სპექტრი.
XS
SM
MD
LG