Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეიტერი: საქართველოს პოლიციამ 20 ადამიანი დააპატიმრა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებით


რეიტერი საქართველოს უშიშროების სამსახურების ანონიმ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ საქართველოს პოლიციამ 20 ადამიანი დააპატიმრა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებით. ყველა დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. მათ ბრალი ედებათ რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში. საქართველოს შსს-მ უარი გვითხრა ამ ინფორმაციის კომენტირებაზე. ხოლო რეიტერი საქართველოს შსს-თა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურის უფროსზე, შოთა უტიაშვილზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ თემასთან დაკავშირებით სამინისტრო კომენტარს გააკეთებს პრესკონფერენციაზე, რომელიც მომავალ კვირაში გაიმართება.
XS
SM
MD
LG