Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის გეგმა ბლოკის ფარგლებში საბიუჯეტო დისციპლინის გამკაცრებას ითვალისწინებს


ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელის სამიტზე შეათანხმეს გეგმა, რომელიც ბლოკის ფარგლებში საბიუჯეტო დისციპლინის გამკაცრებას ითვალისწინებს. დიპლომატების ცნობით, ისინი შეთანხმდნენ აგრეთვე, შეიქმნას მუდმივი ფონდი, რომლის მიზანი იქნება, თავიდან იქნეს აცილებული საბერძნეთის მგავსი ფინანსური კრიზისები. მიმდიარე წლის დამდეგს საბერძნეთის კრიზისმა ევროს სტაბილურობას შეუქმნა საფრთხე. ახალი წესები, რომლის ინიციატივით გერმანია და საფრანგეთი გამოვიდნენ, საჭიროს ხდის ცვლილებების შეტანას ევროკავშირის მთავარ ხელშეკრულებაში. ამ დოკუმენტს, რომელზე მუშაობას წლები დასჭირდა, 11 თვის წინათ მოეწერა ხელი. ამავე სამიტზე ათმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი დიდი ბრიტანეთის პოზიციას, უარი ეთქვას კავშირის 2011 წლის ბიუჯეტის 5,9 პროცენტით გაზრდას. ბრიტანეთის თქმით, ბიუჯეტის ნებისმიერი გაზრდა, რომელიც 2,9 პროცენტს აღემატება, მიუღებელია.
XS
SM
MD
LG