Accessibility links

logo-print

ირანმა მზადყოფნა გამოხატა, გააგრძელოს მსოფლიო თანამეგობრობასთან მოლაპარაკებები მის ბირთვულ პროგრამაზე


ირანმა მზადყოფნა გამოხატა, გააგრძელოს მსოფლიო თანამეგობრობასთან მოლაპარაკებები მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე. საგარეო ურთიერთობების საკითხში ევროკავშირის ეზენაესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა დღეს განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლებისგან მიიღო ოფიციალური წერილი, რომელშიც გამოთქმულია თანხმობა, ამ თემაზე შეხვედრა გაიმართოს 10 ნოემბრის შემდეგ ნებისმიერ დროს. მანამდე ირანის მაღალი რანგის წარმომადგენელს, საიდ ჯალილს ეშტონმა შესთავაზა, მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 15-დან 17 ნოემბრამდე გაიმართოს.
XS
SM
MD
LG