Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესი 30 მაისის არჩევნებს აფასებს


ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესი საქართველოში 30 მაისს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს პროგრესულად მიიჩნევს, თუმცა არაერთ ხარვეზზეც მიუთითებს. კონგრესის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით აშკარა წინსვლით ჩატარებული არჩევნები საარჩევნო ადმინისტრაციამ პროფესიულად, გამჭვირვალედ და ყველასთვის ხელმისაწვდომად წარმართა. არჩევნების წინა პერიოდისთვის დამახასიათებელი იყო კონკურენტუნარიანი გარემო და ძირეული საკითხების გაშუქება, კამპანია კი, ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. მოხსენების ავტორები წინა არჩევნებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულად მიიჩნევენ ამომრჩეველთა სიების ხარისხს და აღნიშნავენ, რომ საარჩევნო უბნების უმრავლესობაში ხმის მიცემის პროცესი კარგად იყო ორგანიზებული. ამასთან, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესი მიიჩნევს, რომ კვლავ რჩება ხარვეზები, რომელთა გამოსწორება მომავალი არჩევნებისთვის აუცილებელია ზოგადი წინსვლისა და საზოგადოებრივი ნდობის ასამაღლებლად. კერძოდ, კონგრესის დამკვირვებლები მიუთითებენ ზეწოლისა და დაშინების თაობაზე მიღებულ ინფორმაციაზე, საარჩევნო კამპანიისთვის ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებასა და ხარვეზებზე, რომლებიც კანონმდებლობის და გასაჩივრების პროცედურის მხრივ არსებობს.
XS
SM
MD
LG