Accessibility links

logo-print

დღეს ჩრდილოეთ კორეის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს სამხრეთ კორეის შენაერთებს ორ ქვეყანას შორის საზღვარზე


დღეს ჩრდილოეთ კორეის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს სამხრეთ კორეის შენაერთებს ორ ქვეყანას შორის საზღვარზე, იტყობინება სამხრეთ კორეის მასმედია. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ საზღვარზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა, მაგრამ დეტალები არ დაუზუსტებია. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უკანასკნელ თვეებში გაუარესდა სამხრეთ კორეის სამხედრო ხომალდის დაღუპვის შემდეგ. როგორც საერთაშორისო ექსპერტებმა დაადგინეს, გემი ჩრდილოეთ კორეის ტორპედომ ჩაძირა. მაშინ 46 მეზღვაური დაიღუპა.
XS
SM
MD
LG