Accessibility links

logo-print

თბილისის საკრებულოსთან საპროტესტი აქცია გაიმართა


მცირე მეწარმეები, გარემოვაჭრეები და დევნილები საპროტესტო აქციაზე თბილისის საკრებულოსთან შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორი კონსერვატიული პარტიის წევრის ლაშა ჩხარტიშვილის ინფორმაციით, საკრებულო არ აპირებს განიხილოს გარევაჭრობის წესების განსაზღვრის და დევნილებისთვის ფართების დროულად დაკანონების საკითხი, რადგან გადაწყვიტა, რომ ამ მოთხოვნებით წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები ხარვეზებს შეიცავს. აქციების ორგანიზატორი კონსერვატიული და ხალხის პარტიები აცხადენენ, რომ პროტესტის შეწყვეტას შედეგების მიღწევამდე არ აპირებენ და აქციები უფრო მასშტაბური გახდება.
XS
SM
MD
LG