Accessibility links

logo-print

მალაიზიაში დაკავებული ქართველები თავს დამნაშავედ არ ცნობენ


საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ მალაიზიაში დაკავებულია საქართველოს 2 მოქალაქე. სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ტაბატაძის განცხადებით, დაკავებულთა ვინაობა გამოძიების დასრულებამდე ანონიმური იქნება. მისივე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მალაიზიაში თურქეთის, მაროკოსა და კამერუნის გავლით ჩავიდნენ, თავს დამნაშავედ არ სცნობენ. კერძოდ, ისინი აცხადებენ, რომ მალაიზიაში, სადაც ტურისტული მიზნით მიემგზავრებოდნენ, უცნობმა მოქალაქემ გაატანა ჩანთა, რომელშიც შემდეგ ნარკოტიკები აღმოჩნდა. გიორგი ტაბატაძის განმარტებით, თუ დადასტურდება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბარგი შეგნებულად არ ჩაუტანიათ, მათ სიკვდილით დასჯა არ ემუქრებათ. სასამართლო პროცესი მომავალ კვირაში გაიმართება. მალაიზიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებას აპირებს სახალხო დამცველი. გიორგი ტუღუში საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი სპეციალურ მიმართვას ამზადებს.
XS
SM
MD
LG